Global Coverage

Visit this country's website View our global coverage

[ქართული] Insights Online-ის კონფიდენციალურობის ცნობა

თქვენ წინაშეა Insights-ის ელექტრონული შეფასების ინსტრუმენტის („შეფასების ინსტრუმენტი“) კონფიდენციალურობის ცნობა.

შეფასების ინსტრუმენტის გამოყენებამდე გთხოვთ, წაიკითხოთ და დარწმუნდეთ, რომ გესმით კონფიდენციალურობის დებულების არსი. თუ რამეს ვერ გაიგებთ, გთხოვთ, მოგვმართოთ.

თუ თქვენ იძლევით სხვა პირის პერსონალურ მონაცემებს, ინფორმაციის გაგზავნამდე გთხოვთ დარწმუნდეთ, რომ მან იცის ამ კონფიდენციალურობის ცნობის შესახებ. გთხოვთ, უთხარით ზუსტად, რას აკეთებთ მისთვის.

გთხოვთ, არ მოგვაწოდოთ პერსონალური მონაცემები, თუ უფლება არ გაქვთ.

კონფიდენციალურობის ეს ცნობა:

  • შეიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას ჩვენ შესახებდა აღწერს, თუ როგორ და რატომ ვაგროვებთ, ვინახავთ, ვიყენებთ და ვაზიარებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს.
  • განმარტავს თქვენს უფლებებსთქვენსავე პერსონალურ მონაცემებზე
  • გიხსნით, როგორ დაგვიკავშირდეთ ან დაეკონტაქტოთდიდი ბრიტანეთის ზედამხედველობის ორგანოს, საინფორმაციო კომისრის ოფისს, თუ შეკითხვები ან ეჭვები გაგიჩნდებათ ან თქვენი უფლებების გამოყენების სურვილი გექნებათ
  • გასწავლით, როგორ შეიტანოთ საჩივარი

ჩვენ გვსურს, გესმოდეთ, როგორ და რატომ ვაგროვებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს და რისთვის ვიყენებთ მათ მთელი ამ პროცესის განმავლობაში.

ეს კონფიდენციალურობის ცნობა გამოქვეყნდა 2020 წლის 21 დეკემბერს და ბოლოს დარედაქტირდა [2021 წლის 8 ოქტომბერს]

განუწყვეტლივ ვცდილობთ, გავაუმჯობესოთ ჩვენი პროცესები და დროდადრო შეიძლება დაგვჭირდეს ამ კონფიდენციალურობის ცნობის განახლება.სიახლეების თაობაზე ინფორმაციას გამოგიგზავნით იმ ელფოსტის მისამართზე, რომელიც მოგვაწოდეთ შეფასების ინსტრუმენტის გამოყენებისას. ამიტომ, გთხოვთ, შეგვატყობინოთ, თუ თქვენი საკონტაქტო დეტალები შეიცვლება.

ამ დოკუმენტში დიდი ასოებით დაწერილი სიტყვები (გარდა წინადადებების დასაწყისისა) არის სახელები ან მათ აქვთ ამ კონფიდენციალურობის ცნობით განსაზღვრული განსაკუთრებული მნიშვნელობა.

ვინ ვართ ჩვენ?

ჩვენ ვართ Insights Learning and Development Limited, კომპანია, რომელიც რეგისტრირებულია შოტლანდიაში კომპანიის ნომრით SC107074. ამ კონფიდენციალურობის ცნობაში „ჩვენ“, „ჩვენს“ ან „ჩვენი“ აღნიშნავს Insights Learning and Development Limited-ს და მის შესაბამის ფილიალებს.  კონფიდენციალურობის ცნობა არეგულირებს ჩვენს პრაქტიკას შეფასების ინსტრუმენტთან დაკავშირებით და ნებისმიერ პირად მონაცემს, რომელსაც თქვენ მოგვაწვდით შეფასების ინსტრუმენტის მეშვეობით. ის არ არეგულირებს რომელიმე სხვა მხარის პრაქტიკას.

კომპანიის - Insights Learning and Development Limited იურიდიული მისამართია: Terra Nova, 3 Explorer Road, Technology Park, Dundee, DD2 1EG.

ჩვენ ვაგროვებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს შეფასების ინსტრუმენტის საშუალებით. ჩვენ ვიყენებთ, ვინახავთ და პასუხს ვაგებთ ასეთ მონაცემებზე და ვახორციელებთ ნებისმიერ საქმიანობას ყველა შესაბამისი კანონის თანახმად. ზოგადად, ჩვენ ვმოქმედებთ დიდი ბრიტანეთის მონაცემთა დაცვის აქტისა (2018) და დიდი ბრიტანეთის მონაცემთა დაცვის ზოგადი დებულების თანახმად.  თუ პერსონალურ მონაცემებს აწვდით ერთ-ერთ ფილიალს, მან შეიძლება დაამუშაოს ეს ინფორმაცია მონაცემთა დაცვის ადგილობრივი კანონების შესაბამისად.

დიდი ბრიტანეთის კანონმდებლობაში ჩვენი როლი განსაზღვრულია, როგორც მონაცემთა მაკონტროლებლის.

თუ ხართ Insights-ის დისტრიბუტორის ან პარტნიორის მომხმარებელი და შეფასების ინსტრუმენტს გაწვდით ორგანიზაცია, რომელიც არც თქვენი დამსაქმებელია და არც Insights-ი, უნდა გაეცნოთ ამ დისტრიბუტორის ან პარტნიორის კონფიდენციალურობის ცნობასაც.

დისტრიბუტორებმა და პარტნიორებმა შეიძლება გამოიყენონ თქვენი პერსონალური მონაცემები საკუთარი მიზნებისათვის, თუ ამის კანონიერი საფუძველი არსებობს. ამ შემთხვევაში, ორგანიზაციამ უნდა გაცნობოთ ამის შესახებ და მოგაწოდოთ მათი კონფიდენციალურობის ცნობა. Insights-ი პასუხს არ აგებს, თუ მონაცემთა დამუშავებისას მისი დისტრიბუტორები ან პარტნიორები მოქმედებენ როგორც დამოუკიდებელი მაკონტროლებლები. როგორც დამოუკიდებელი მაკონტროლებლები, ისინი განსაზღვრავენ მონაცემთა დამუშავების საქმიანობის მიზანს, ფორმასა და საშუალებებს. თუ პრობლემას გიქმნით ის ფორმა, რომლითაც ჩვენი რომელიმე პარტნიორი ან დისტრიბუტორი ამუშავებს თქვენს მონაცემებს, უნდა მიმართოთ მათ პირდაპირ ან მარეგულირებლის საშუალებით, მაგრამ გთხოვთ, აუცილებლად შეგვატყობინოთ. ჩვენ ძალიან სერიოზულად ვეკიდებით ასეთ საკითხებს, ამიტომ, გამოვიძიებთ ყველა საჩივარს და სათანადო ყურადღებით განვიხილავთ თქვენთან კომუნიკაციას. თუ არ ხართ დარწმუნებული, რომ ჩვენი შეფასების ინსტრუმენტის კითხვარზე პარტნიორის ან დისტრიბუტორის მეშვეობით შემოხვედით, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ.

რა არის შეფასების ინსტრუმენტი და გუნდის ბორბალი?

შეფასების ინსტრუმენტი

შეფასების ინსტრუმენტის შევსებისას თქვენ პასუხობთ სხვადასხვა შეკითხვას. თქვენი პასუხები დამუშავდება ჩვენი ალგორითმით, რათა შეიქმნას თქვენი პირადი „პროფილი“. პროფილი შეიცავს გრაფიკებსა და ტექსტებს, სადაც აღწერილია, თუ როგორ შეიძლება თქვენი ღირებულებების მქონე ადამიანმა გაიგოს მეტი საკუთარი თავისა და სხვების შესახებ. ჩვენ ვიყენებთ ამ ინფორმაციას, რათა ხელი შევუწყოთ თქვენს მოგზაურობას Insights-თან ერთად საკუთარი თავის შეცნობის გზაზე.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს კითხვებზე გაცემული თქვენი პასუხებით ვქმნით პროფილს, არ ვახდენთ „პროფილირებას“, როგორც ეს განსაზღვრულია დიდი ბრიტანეთის კანონით მონაცემთა კონფიდენციალურობის შესახებ, რადგან არ ვიყენებთ თქვენს ინფორმაციას გადაწყვეტილების ავტომატურად მიღების მიზნით.

თქვენ გადმოგეცემათ პროფილი, რათა მიიღოთ სწავლის ან ქოუჩინგის გამოცდილება.

გუნდის ბორბალი

პროფილის გარდა, Insights-მა შეიძლება შექმნას გუნდის ბორბალი, რომელიც პროფილის მეშვეობით განსაზღვრავს და ასახავს გუნდის თითოეული წევრის საყვარელ ფერს ბორბლის ფორმის სქემაში, რაც აჩვენებს ამ გუნდის უპირატესობებს. ამ კონტექსტში გუნდი შეიძლება ნიშნავდეს დეპარტამენტების გუნდებს, კოლეგების ერთობლიობას ან ინდივიდთა სხვა სახის გაერთიანებას, მათ შორის, სასწავლო ღონისძიებაზე. გუნდის ბორბალი შექმნილია იმისთვის, რომ დაეხმაროს გუნდის წევრებს, უკეთესად გაიცნონ ერთმანეთი და უფრო იოლად იურთიერთონ თითოეული წევრის საყვარელი ფერის განსაზღვრის, გამოყენებისა და შესწავლის გზით. გუნდის ბორბალი შეიძლება შექმნან Insights-ის აკრედიტებულმა პრაქტიკოსებმა, კლიენტების ადმინისტრატორებმა და Insights-ის ადმინისტრატორებმა. ის შეიძლება გაზიარდეს თქვენი გუნდის სხვა წევრებთან, ჩვენს პარტნიორებთან, თქვენს დამსაქმებელთან ან ორგანიზაციასთან.

Insights-ის აკრედიტებული პრაქტიკოსები წარმოადგენენ პირებს, რომლებმაც Insights-ისგან მიიღეს ტრენინგი, ინსტრუქცია და აკრედიტაცია და შეუძლიათ Insights-ის პროდუქტების გამოყენება და მიწოდება; კლიენტების ადმინისტრატორები არიან დამსაქმებლების თუ ორგანიზაციების თანამშრომლები ან კონტრაქტორები, რომლებიც ითხოვენ შეფასების ინსტრუმენტის მიწოდებას და ასრულებენ ადმინისტრაციულ ფუნქციას Insights-ის აკრედიტებული პრაქტიკოსების დასახმარებლად; ხოლო Insights-ის ადმინისტრატორები წარმოადგენენ Insights-ის თანამშრომლებს, რომლებიც მოქმედებენ ადმინისტრაციული უფლებამოსილებით.

პროფილისა და გუნდის ბორბლის გამოყენება და შექმნა შეზღუდულია და რეგულირდება ჩვენი „მისაღები გამოყენების პოლიტიკით“, რომელიც შეგიძლიათ, იხილოთ აქ.

Insights-ის კლიენტებს, დისტრიბუტორებსა და პარტნიორებს არ აქვთ უფლება, შექმნან ან გამოიყენონ პროფილი და გუნდის ბორბალი მისაღები გამოყენების პოლიტიკის გათვალისწინების გარეშე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათ შეუძლიათ ჩამოაყალიბონ ამ ქმედების კანონიერი საფუძველი. ასეთ შემთხვევაში მათგან უნდა მიიღოთ კონფიდენციალურობის ცნობა, სადაც ჩამოყალიბებულია ეს კანონიერი საფუძველი და ახსნილია, თუ როგორ და რატომ დაამუშავებენ ისინი თქვენს მონაცემებს.  გთხოვთ, შეამოწმოთ, რომ გაეცანით თქვენთვის მოწოდებულ კონფიდენციალურობის ყველა ცნობას. უნდა დარწმუნდეთ, რომ გესმით, როგორ მუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები ყველა მხარის მიერ, რომლებსაც მასზე წვდომა აქვს.

უარის თქმა

თქვენ გაქვთ უფლება, არ მოგვაწოდოთ საკუთარი პერსონალური მონაცემები. ასევე უფლება გაქვთ, ნებისმიერ დროს თქვათ უარი პირადი პროფილის და/ან გუნდის ბორბლის შექმნაში მონაწილეობაზე შემდეგი ელფოსტის საშუალებით: clientservices@insights.com.

თუ არ მოგვაწოდებთ პირად მონაცემებს, ან გადაწყვეტთ უარის თქმას, ამან შეიძლება ხელი შეუშალოს ჩვენი ზოგიერთი პროდუქტისა და მომსახურების მოწოდებას ან შეაყოვნოს იგი, ხოლო თქვენ ვერ მიიღებთ სრულ სარგებელს. მიუხედავად ამისა, არავითარი ვალდებულება არ გაქვთ, მოგვაწოდოთ ჩვენ მიერ მოთხოვნილი ნებისმიერი მონაცემი და გაქვთ სრული უფლება, უარი თქვათ ნებისმიერ დროს.

ჩვენ ვაგროვებთ პერსონალურ მონაცემებს

როდესაც შეხვალთ შეფასების ინსტრუმენტზე ან გამოიყენებთ მას, ჩვენ შეიძლება შევაგროვოთ შემდეგი სახის ინფორმაცია:

  • თქვენი სრული სახელი
  • თქვენი სამსახურის ელფოსტის მისამართი
  • მეორე ელფოსტის მისამართი
  • თქვენი სახელი, რომლითაც გიცნობენ
  • სასურველი ენა
  • თქვენთვის სასურველი ნაცვალსახელი
  • საცხოვრებელი ქვეყანა (არასავალდებულო)
  • ასაკი (არასავალდებულო)
  • სამუშაოს დასახელება (არასავალდებულო)
  • მუშაობის ხანგრძლივობა (არასავალდებულო)
  • სამუშაოს დონე (არასავალდებულო)
  • დარგი (არასავალდებულო)
  • ქვე-დარგი (არასავალდებულო)
  • შეფასების ინსტრუმენტის პასუხები — თქვენი პასუხები პრიორიტეტულ კითხვებზე.

ეს პერსონალური მონაცემები აუცილებელია იმისთვის, რომ შევძლოთ ჩვენი პროდუქტებისა და მომსახურებების, მათ შორის, პროფილისა და გუნდის ბორბლის მოწოდება. მონაცემები შეიძლება მოგაწოდოთ თქვენ, ასევე ჩვენს აკრედიტებულ პრაქტიკოსებს (იქნება ეს თქვენი ორგანიზაციისა თუ დამსაქმებლის ფარგლებში), დისტრიბუტორს თუ პარტნიორს ან გავაგზავნოთ ამ კონფიდენციალურობის ცნობით განსაზღვრული სხვა მიზნებისთვის.

როგორ ხდება თქვენი პერსონალური მონაცემების შეგროვება

ზოგადად, თქვენს პერსონალურ მონაცემებს ვაგროვებთ მაშინ, როდესაც მიწვეული ხართ ან რეგისტრირდებით შეფასების ინსტრუმენტის შევსების მიზნით და ავსებთ მას. ასევე შეგვიძლია, შევაგროვოთ ინფორმაცია მესამე მხარისგან, როგორიცაა:

  • თქვენი დამსაქმებელი ან ორგანიზაცია, (მაგალითად, შეიძლება თქვენი სახელი და ელფოსტის მისამართი მივიღოთ კოლეგისგან ან დამსაქმებლისგან, როდესაც ისინი გვთხოვენ მიგიწვიოთ სასწავლო გამოცდილებაზე);
  • Insights-ის აკრედიტებული პრაქტიკოსი, Insights-ის ადმინისტრატორი ან კლიენტის ადმინისტრატორი (მაგალითად, როდესაც მათ სურთ, მიგიწვიონ ან შექმნან სასწავლო გამოცდილება); ან
  • ჩვენი პარტნიორები ან დისტრიბუტორები, რომლებიც იყენებენ Insights-ს თქვენთვის პროდუქციისა და მომსახურების მოსაწოდებლად.

მონაცემთა ფაილები

ჩვენ ვამუშავებთ მონაცემთა ფაილებს ავტორიზაციისა და ანალიტიკის მიზნით, როდესაც თქვენ იყენებთ შეფასების ინსტრუმენტს.  იხილეთ ჩვენი მონაცემთა ფაილების პოლიტიკა აქ.

როგორ და რატომ ვიყენებთ პერსონალურ მონაცემებს

მონაცემთა დაცვის კანონის თანახმად, ჩვენ შეგვიძლია, გამოვიყენოთ პერსონალური მონაცემები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გვაქვს სათანადო მიზეზი. ასეთი მიზეზებია:

  • ჩვენი სამართლებრივი ვალდებულებების შესრულება
  • იმ პირთან დადებული ხელშეკრულების შესრულება, რომლის მონაცემებიც გამოიყენება
  • კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, სანამ დაიდება კონტრაქტი პირთან, რომლის მონაცემებიც იქნება გამოყენებული
  • ჩვენი ლეგიტიმური ინტერესები* ან მესამე მხარის ინტერესები; ან
  • თანხმობის მიღება თქვენგან.

*ლეგიტიმური ინტერესი ჩნდება, თუ პერსონალური მონაცემების გამოყენების საქმიანი ან კომერციული საჭიროება არ აჭარბებს იმ პირის უფლებებსა და ინტერესებს, რომლის მონაცემებიც უნდა იქნეს გამოყენებული.

ქვემოთ მოყვანილი ცხრილი განმარტავს, თუ როგორ და რატომ ვიყენებთ პერსონალურ მონაცემებს:

რისთვის ვიყენებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს

ჩვენი სამართლებრივი საფუძველი

მოგაწოდოთ ჩვენი პროდუქცია და მომსახურება იმ კონტრაქტის შესაბამისად, რომელსაც დროდადრო ვაფორმებთ თქვენს დამსაქმებელთან და/ან ორგანიზაციასთან.

ჩვენი ან მესამე მხარის ლეგიტიმური ინტერესებისთვის, რაც გულისხმობს, მაგალითად: თქვენი დამსაქმებლის და/ან ორგანიზაციის ხელშეწყობას თქვენს პროფესიულ და საგანმანათლებლო განვითარებაში და გუნდური მუშაობის უნარების გამომუშავებაში; ასევე, ჩვენი პროდუქტებისა და მომსახურების მოწოდებას იმ კონტრაქტის შესაბამისად, რომელსაც დროდადრო ამ დამსაქმებლთან და/ან ორგანიზაციასთან ვაფორმებთ.

შევქმნათ „პროფილი“ Insights-ის შეფასების ინსტრუმენტის კითხვარზე თქვენ მიერ გაცემული პასუხების საფუძველზე.

ჩვენი ან მესამე მხარის ლეგიტიმური ინტერესებისთვის, რაც გულისხმობს, მაგალითად: თქვენს და თქვენი დამსაქმებლის და/ან ორგანიზაციის ხელშეწყობას თქვენს პროფესიულ და საგანმანათლებლო განვითარებაში და გუნდური მუშაობის უნარების გამომუშავებაში; ასევე, ჩვენი პროდუქტებისა და მომსახურების მოწოდებას იმ კონტრაქტის შესაბამისად, რომელსაც დროდადრო ამ დამსაქმებლთან და/ან ორგანიზაციასთან ვაფორმებთ.

მონაცემების შენახვის პოლიტიკის შესაბამისად, დროდადრო ასევე შეიძლება შევინახოთ შეფასების ინსტრუმენტზე გაცემული თქვენი პასუხების ასლი, რათა თვალყური მიადევნოთ საკუთარ უწყვეტ სწავლას სხვადასხვა პირადი პროფილის შედარების გზით და გაიგოთ მეტი საკუთარ თავზე, ხოლო Insights-ის აკრედიტებული პრაქტიკოსი შეძლებს თქვენთან ერთად ჩაერთოს ამ სასწავლო გამოცდილებაში. ეს საშუალებას გვაძლევს, მოგაწოდოთ ჩვენი მომსახურების სრული სარგებელი თქვენ, როგორც ინდივიდს.

შევქმნათ „გუნდის ბორბალი“, რომელიც დაგანახებთ თქვენი და სხვა ადამიანების ადგილს ამ გუნდში და დაგეხმარებათ, უკეთ გაუგოთ და დაუკავშირდეთ თითოეულ წევრს.

ჩვენი ან მესამე მხარის ლეგიტიმური ინტერესებისთვის, რაც გულისხმობს, მაგალითად: თქვენი დამსაქმებლის და/ან ორგანიზაციის ხელშეწყობას თქვენს პროფესიულ და საგანმანათლებლო განვითარებაში და გუნდური მუშაობის უნარების გამომუშავებაში; ასევე, ჩვენი პროდუქტებისა და მომსახურების მოწოდებას იმ კონტრაქტის შესაბამისად, რომელსაც დროდადრო ამ დამსაქმებლთან და/ან ორგანიზაციასთან ვაფორმებთ.

მონაცემების შენახვის პოლიტიკის შესაბამისად, დროდადრო ასევე შეიძლება შევინახოთ გუნდის ბორბალზე ასახული თქვენი პოზიციის ასლი, რათა თვალყური მიადევნოთ საკუთარ პროგრესს, ხოლო Insights-ის აკრედიტებული პრაქტიკოსი შეძლებს თქვენთან ერთად ჩაერთოს ამ სასწავლო გამოცდილებაში. გუნდის ბორბალზე ასახული თქვენი პოზიციების შედარებისას ნათლად დაინახავთ ნებისმიერ ცვლილებას, რომელიც აისახება თქვენს მიდრეკილებებში და სხვადასხვა გუნდში უწყვეტის სწავლის მთელი პროცესის განმავლობაში.  მონაცემთა ამგვარი დამუშავება შესაძლებლობას გვაძლევს, სრულად მოგაწოდოთ ჩვენი მომსახურება, როგორც ინდივიდს და ვიყოთ თქვენს გვერდით აღმოჩენების დროს.

დავამუშაოთ თქვენი პირადი მონაცემები ჩვენი ალგორითმით, რათა შეიქმნას თქვენი უნიკალური პირადი პროფილი. პირადი პროფილი იმისთვის იქმნება, რომ დაგეხმაროთ საკუთარი თავის უკეთ გაგებაში.

ჩვენი ან მესამე მხარის ლეგიტიმური ინტერესებისთვის, რაც გულისხმობს, მაგალითად: თქვენი დამსაქმებლის და/ან ორგანიზაციის ხელშეწყობას თქვენს პროფესიულ და საგანმანათლებლო განვითარებაში და გუნდური მუშაობის უნარების გამომუშავებაში; ასევე, ჩვენი პროდუქტებისა და მომსახურების მოწოდებას იმ კონტრაქტის შესაბამისად, რომელსაც დროდადრო ამ დამსაქმებლთან და/ან ორგანიზაციასთან ვაფორმებთ.

მოგაწოდოთ ინფორმაცია თქვენს პირად პროფილზე პირდაპირ ან Insights-ის აკრედიტებული პრაქტიკოსის მეშვეობით. გადავცეთ მონაცემები აკრედიტებულ პრაქტიკოსს.

ჩვენი ან მესამე მხარის ლეგიტიმური ინტერესებისთვის, რაც გულისხმობს, მაგალითად: თქვენი დამსაქმებლის და/ან ორგანიზაციის ხელშეწყობას თქვენს პროფესიულ და საგანმანათლებლო განვითარებაში და გუნდური მუშაობის უნარების გამომუშავებაში; ასევე, ჩვენი პროდუქტებისა და მომსახურების მოწოდებას იმ კონტრაქტის შესაბამისად, რომელსაც დროდადრო ამ დამსაქმებლთან და/ან ორგანიზაციასთან ვაფორმებთ. ქოუჩინგი ასევე შექმნილია იმისთვის, რომ შეძლოთ საკუთარი თავის უკეთ გაგება.

მოვაწყოთ თქვენთვის, სხვა კოლეგებისთვის და დამსწრეებისთვის სამუშაო შეხვედრა ან სასწავლო ღონისძიება.

ჩვენი ან მესამე მხარის ლეგიტიმური ინტერესებისთვის, რაც გულისხმობს, მაგალითად: თქვენი დამსაქმებლის და/ან ორგანიზაციის ხელშეწყობას თქვენს პროფესიულ და საგანმანათლებლო განვითარებაში და გუნდური მუშაობის უნარების გამომუშავებაში; ასევე, ჩვენი პროდუქტებისა და მომსახურების მოწოდებას იმ კონტრაქტის შესაბამისად, რომელსაც დროდადრო ამ დამსაქმებლთან და/ან ორგანიზაციასთან ვაფორმებთ. გამოცდილება ასევე შექმნილია იმისთვის, რომ შეძლოთ საკუთარი თავის უკეთ გაგება.

შევასრულოთ ჩვენი სამართლებრივი ვალდებულებები, როგორიცაა დამსწრეთა შესახებ ჩანაწერის შენახვა ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების წესების შესაბამისად.

მოგცეთ წვდომა შეფასების ინსტრუმენტზე.

ჩვენი ან მესამე მხარის ლეგიტიმური ინტერესებისთვის, რაც გულისხმობს, მაგალითად: თქვენი დამსაქმებლის და/ან ორგანიზაციის ხელშეწყობას თქვენს პროფესიულ და საგანმანათლებლო განვითარებაში და გუნდური მუშაობის უნარების გამომუშავებაში; ასევე, ჩვენი პროდუქტებისა და მომსახურების მოწოდებას იმ კონტრაქტის შესაბამისად, რომელსაც დროდადრო ამ დამსაქმებლთან და/ან ორგანიზაციასთან ვაფორმებთ.

უზრუნველვყოთ თქვენთვის წვდომა ჩვენს პროდუქციასა და მომსახურებაზე, რათა გამოიყენოთ ისინი საჭიროებისამებრ. ჩვენ ვითხოვთ მეორე ელექტრონული ფოსტის მისამართს, რათა აღადგინოთ ანგარიში პაროლის დაკარგვის შემთხვევაში ან მოგაწოდოთ წვდომა თქვენს პროფილზე, თუ უკვე აღარ მუშაობთ იმ ორგანიზაციის დამსაქმებელთან, რომლის მეშვეობითაც შეფასების ინსტრუმენტის კითხვარი შეავსეთ.

ჩვენ მიერ მოწოდებულ პროდუქტებსა და მომსახურებაზე უკუკავშირის მიღება და გათვალისწინება.

ჩვენი ან მესამე მხარის ლეგიტიმური ინტერესებისთვის, რაც გულისხმობს დახმარებას პროდუქციისა და მომსახურების მაღალი სტანდარტით მიწოდებაში.

ვმართოთ ჩვენი მიმდინარე ურთიერთობა და მოგცეთ ჩვენს პროდუქტებზე წვდომა.

ჩვენი ან მესამე მხარის ლეგიტიმური ინტერესებისთვის, რაც გულისხმობს მომხმარებლებთან კონტაქტის შენარჩუნებას და იმის უზრუნველყოფას, რომ (ჩვენი მონაცემების შენახვის პოლიტიკის თანახმად) ჩვენმა მომხმარებლებმა შეძლონ პროდუქტებსა და მომსახურებაზე წვდომა გარკვეული ურთიერთობების არსებობისა და ცვლილების მიუხედავად. ეს შეიძლება იყოს: ნებისმიერი სახის შერწყმა, დაშლა ან ცვლილება კორპორატიულ შემადგენლობაში ან ორგანიზაციის იდენტობაში, რომლის მეშვეობითაც თქვენ იღებთ შეფასების ინსტრუმენტის კითხვარს; თქვენი დამსაქმებლის ან დასაქმების სტატუსის ნებისმიერი ცვლილება და შეთანხმება Insights-სა და მის რომელიმე კლიენტს, პარტნიორს, დისტრიბუტორებს თუ სხვა შუამავლებს შორის.

ჩვენი შიდა ჩანაწერების განახლება და გაუმჯობესება.

ჩვენი სამართლებრივი და მარეგულირებელი ვალდებულებების შესრულება (მაგალითად, შევამოწმოთ, რომ ჩანაწერები ზუსტი და განახლებულია.) 

ჩვენი ან მესამე მხარის ლეგიტიმური ინტერესებისთვის, მაგალითად, იმის შესამოწმებლად, რომ შეგვიძლია მომხმარებლებთან კავშირის შენარჩუნება მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით.

ბიზნეს პოლიტიკის, მაგალითად, უსაფრთხოებისა და ინტერნეტის გამოყენების პოლიტიკის დაცვა.

ჩვენი ან მესამე მხარის ლეგიტიმური ინტერესებისთვის, რაც გულისხმობს იმის შემოწმებას, რომ ვიცავთ შიდა რეგულაციებს თქვენთვის საუკეთესო მომსახურების მოსაწოდებლად.

მარეგულირებელი ორგანოების მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის შეგროვება და მიწოდება აუდიტის, გამოკითხვის ან გამოძიების მიზნით.

ჩვენი სამართლებრივი და მარეგულირებელი ვალდებულებების შესრულება.

ოპერატიული მიზეზები, როგორიცაა ეფექტურობის, სწავლებისა და ხარისხის გაუმჯობესება.

ჩვენი ან მესამე მხარის ლეგიტიმური ინტერესებისთვის — ვიყოთ მაქსიმალურად ეფექტური და შევძლოთ თქვენთვის საუკეთესო მომსახურების გაწევა.

კვლევისა და განვითარების მიზნები, როგორიცაა ახალი პროდუქტების განვითარება, არსებული პროდუქციის გაუმჯობესება, ხარისხის შენარჩუნება და გაზრდა.

ჩვენი ან მესამე მხარის ლეგიტიმური ინტერესებისთვის — ვიყოთ საუკეთესო იმაში, რასაც ვაკეთებთ და შევძლოთ თქვენთვის საუკეთესო მომსახურების გაწევა.

სტატისტიკური ანალიზი, რომელიც დაგვეხმარება, ვმართოთ ჩვენი შიდა პრაქტიკა, მაგალითად, ჩვენს ფინანსურ საქმიანობასთან, კლიენტთა ბაზასთან, სამუშაოს ტიპთან ან ეფექტურობის სხვა ზომებთან დაკავშირებით.

ჩვენი ან მესამე მხარის ლეგიტიმური ინტერესებისთვის — ვიყოთ მაქსიმალურად ეფექტური და შევძლოთ თქვენთვის საუკეთესო მომსახურების გაწევა.

სისტემების უნებართვო წვდომისა და ცვლილებების თავიდან აცილება.

ჩვენი ან მესამე მხარის ლეგიტიმური ინტერესებისთვის — იმ დანაშაულებრივი ქმედებების აღმოჩენა და აღმოფხვრა, რომლებიც შეიძლება საზიანო იყოს ჩვენთვის და თქვენთვის.


ჩვენი სამართლებრივი და მარეგულირებელი ვალდებულებების შესრულება.

გარე აუდიტი და ხარისხის შემოწმება, მაგალითად, ISO აკრედიტაციისთვის და ჩვენი ანგარიშების აუდიტი.

ჩვენი ან მესამე მხარის ლეგიტიმური ინტერესებისთვის — შევინარჩუნოთ აკრედიტაცია, რათა ვაჩვენოთ, რომ ვმუშაობთ მაღალი სტანდარტებით.


ჩვენი სამართლებრივი და მარეგულირებელი ვალდებულებების შესრულება

თქვენი პროფილისა და გუნდის ბორბლების ასლების მიწოდება Insights-ის აკრედიტებული პრაქტიკოსებისთვის* ჩვენს დისტრიბუტორებსა თუ პარტნიორებში.

Insights-ის ან მესამე მხარის ლეგიტიმური ინტერესებისთვის, რაც გულისხმობს, მაგალითად, ჩვენი დისტრიბუტორებისა და პარტნიორებისთვის ნების დართვას, მოგაწოდონ თავიანთი პროდუქცია და მომსახურება, რომლებიც თავის მხრივ მოიცავს Insights-ის პროდუქტებსა და სერვისებს.

იურისდიქცია, რომელიც მოითხოვს თანხმობას

თუ ხართ ისეთ იურისდიქციაში მცხოვრები პირი, რომელიც მოითხოვს თანხმობას თქვენი მონაცემების დამუშავებაზე, ჩვენ მოგთხოვთ თანხმობის გამოხატვას მონაცემების შეგროვებამდე და გამოყენებამდე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც თანხმობას ვიღებთ თქვენი ქმედებებიდან თუ უმოქმედობიდან გამომდინარე. თანხმობის შესაბამისი ფორმის განსაზღვრისას განვიხილავთ პერსონალური ინფორმაციის სენსიტიურობას, მისი შეგროვების მიზეზებს და თქვენს გონივრულ მოლოდინს, რადგან ექვემდებარებით მონაცემთა დამუშავებას. თუ პერსონალურ მონაცემებს ახალი მიზნისთვის გამოვიყენებთ, დოკუმენტირებულად შეგატყობინებთ ამის შესახებ და მოგთხოვთ თანხმობას.

პერსონალური მონაცემების გაყიდვა

Insights-ი იღებს ანაზღაურებას თქვენი დამსაქმებელისგან ან ორგანიზაციისგან გაწეული მომსახურებისთვის, მაგრამ არ ყიდის პერსონალურ მონაცემებს მესამე პირებზე.

სპეციალური კატეგორიის პერსონალური მონაცემები

სპეციალური კატეგორიის მონაცემები მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა რასა, პოლიტიკური და რელიგიური შეხედულებები, ასოციაციის წევრობა, ჯანმრთელობა და პირის სქესობრივი ცხოვრება. მას მეტი დაცვა სჭირდება, რადგან ძალიან სენსიტიურია და შეიძლება გავლენა იქონიოს ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებზე. Insights-ი არ იყენებს სპეციალური კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს.

ვის ვუზიარებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს

ჩვენ რეგულარულად ვუზიარებთ პერსონალურ მონაცემებს:

  • Insights-ის აკრედიტებულ პრაქტიკოსებს, რომლებიც გადიან ტრენინგს მონაწილეებისთვის ან მომხმარებლებისთვის სასწავლო გამოცდილების მიწოდებაში. Insights-ის აკრედიტებული პრაქტიკოსი შეიძლება იყოს Insights-ის თანამშრომელი ან კონსულტანტი, თქვენი დამსაქმებლის/ორგანიზაციის თანამშრომელი ან კონსულტანტი, ასევე, ჩვენი ერთ-ერთი პარტნიორის/დისტრიბუტორის თანამშრომელი ან კონსულტანტი.
  • ადმინისტრაციულ პერსონალს, რომელიც ხელს უწყობს სასწავლო გამოცდილების ორგანიზების პროცესს
  • დამსაქმებლებს და სხვა ორგანიზაციებს, რომლებისთვისაც მუშაობთ. ეს შემოიფარგლება მხოლოდ გუნდის ბორბლით.
  • ჩვენს დისტრიბუტორებსა და პარტნიორებს, როდესაც უზრუნველყოფენ Insights-ის პროდუქტებისა და მომსახურების მიწოდებას
  • პირებს, რომლებიც ახორციელებენ მონაცემთა დამუშავებას ჩვენი სახელით. როდესაც ვთანამშრომლობთ პირებთან, რომლებიც მონაცემებს ამუშავებენ, მათთან ვაფორმებთ სათანადო კონტრაქტებს და ვამოწმებთ, რომ ისინი ექვემდებარებიან მკაცრ ვალდებულებებს, დაიცვან ჩვენი ინსტრუქციები

თქვენი მონაცემები შეიძლება გავუზიაროთ მესამე მხარეებს, თუ ამას გვთხოვთ.

თქვენს პერსონალურ მონაცემებზე წვდომას ვუზღუდავთ პირებს, რომლებსაც აქვთ რეალური ბიზნესინტერესი ამ წვდომასთან დაკავშირებით. პირები, რომლებიც თქვენს ინფორმაციას ამუშავებენ, ამას უნდა აკეთებდნენ მხოლოდ ავტორიზებული წესით და მათ აქვთ კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება. როდესაც თქვენი დამსაქმებელი იძენს ან ამუშავებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს, ის ამას აკეთებს როგორც დამოუკიდებელი მაკონტროლებელი; მას უნდა ჰქონდეს ამ ქმედების კანონიერი საფუძველი და გითხრათ, როგორ და რატომ ამუშავებს თქვენს მონაცემებს. ჩვენ არ ვაძლევთ დამსაქმებლებს პროფილებს, მაგრამ შეიძლება მივაწოდოთ გუნდის ბორბლები.

Insights-ის ჯგუფის კომპანიების წევრებს ასევე შეუძლიათ პირადი მონაცემების გაზიარება ერთმანეთთან. ჩვენ გვაქვს შიდა ჯგუფური შეთანხმებები, რათა უზრუნველვყოთ ამ გზით გაზიარებული ნებისმიერი პერსონალური მონაცემის დაცვა.

სად ვინახავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს

ინფორმაცია ინახება ჩვენს AWS სერვერებზე დუბლინში. ის ასევე შეიძლება ინახებოდეს ჩვენს ან ჩვენი ჯგუფის კომპანიების ოფისებში, მესამე მხარის სააგენტოებში, Insights-ის პარტნიორებთან ან დისტრიბუტორებთან, მომსახურების მიმწოდებლებთან, წარმომადგენლებთან და აგენტებთან, როგორც ეს ზემოთაა აღწერილი (იხილეთ, „ვის ვუზიარებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს“).

ზოგიერთი მესამე მხარე შეიძლება იმყოფებოდეს ევროპის ეკონომიკური ზონის ან იმ ადგილის გარეთ, სადაც თქვენ ხართ.

თქვენი პერსონალური მონაცემების გადაცემა იმ ადგილის გარეთ, სადაც იმყოფებით — საერთაშორისო გზავნილები

იმისათვის, რომ მოგაწოდოთ მომსახურება, ზოგჯერ გვჭირდება თქვენი პირადი მონაცემების გაზიარება დიდი ბრიტანეთის, ევროპის ეკონომიკური ზონის (EEA) ან იმ ადგილის გარეთ, სადაც იმყოფებით, მაგალითად:

  • ჩვენს ან ჩვენი ჯგუფის კომპანიების ოფისებში;
  • სერვისის პროვაიდერებთან
  • ჩვენს კლიენტებთან
  • აკრედიტებულ პრაქტიკოსებთან
  • ჩვენს პარტნიორებთან და დისტრიბუტორებთან
  • თუ იმყოფებით დიდი ბრიტანეთის/ევროპის ეკონომიკური ზონის ფარგლებს გარეთ, ჩვენ გვჭირდება თქვენი პერსონალური მონაცემების გადაცემა დიდ ბრიტანეთში/ევროპის ეკონომიკური ზონაში არსებულ სერვერებზე და უკან თქვენს ადგილსამყოფელზე
  • სადაც არის საერთაშორისო მიმართულება იმ მომსახურებისათვის, რომელსაც გაწვდით.

თქვენს მონაცემებს საერთაშორისო დონეზე გადავცემთ მხოლოდ იქ, სადაც გვაქვს პოლიტიკის სათანადო პროცესები, გარანტიები და კანონიერი საფუძველი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

რამდენ ხანს ინახება თქვენი პერსონალური მონაცემები

თქვენ შეგიძლიათ, ნებისმიერ დროს მოითხოვოთ პერსონალური მონაცემების წაშლა ჩვენი ბაზებიდან ელწერილის გამოგზავნით მისამართზე clientservices@insights.com.

წინააღმდეგ შემთხვევაში, მონაცემების შეგროვების, დამუშავებისა და შედეგების თქვენთან გაზიარების შემდეგ ისინი შეინახება იმისათვის, რომ:

  • ვუპასუხოთ თქვენს მოთხოვნებს, კითხვებს, საჩივრებს ან პრეტენზიებს
  • დავრწმუნდეთ, რომ სამართლიანად მოგექეცით
  • შევინახოთ ჩანაწერები კანონის მოთხოვნის მიხედვით
  • შევძლოთ მონაცემების მოწოდება იმ შემთხვევაში, თუ გსურთ დროთა განმავლობაში თვალყური ადევნოთ ცვლილებებს თქვენს პროფილში და გუნდის ბორბალზე

თქვენს პერსონალურ მონაცემებს ვინახავთ მხოლოდ იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა ზემოთ ჩამოთვლილი მიზნებისათვის. ავტომატურად წავშლით ან ანონიმურს გავხდით თქვენს პერსონალურ მონაცემებს, როდესაც ეს მიზნები აღარ იარსებებს.

მეოთხე მიზნის შემთხვევაში — თქვენი განვითარების თვალყურის დევნება — ანუ, უმოქმედობის პერიოდის შემდეგ. უმოქმედობის მაგალითები შეიძლება იყოს შემდეგი:

პროფილი არ შექმნილა ბოლო 2,5 წლის განმავლობაში

ბოლო 2,5 წლის განმავლობაში არ განხორციელებულა პროფილის ჩამოტვირთვა

გუნდის ბორბალზე პროფილი არ არის დამატებული ბოლო 2,5 წლის განმავლობაში

მაგრამ ყოველთვის გაქვთ შესაძლებლობა, მოითხოვოთ თქვენი მონაცემების წაშლა.

ანონიმური მონაცემებით ვეღარ მოხდება თქვენი იდენტიფიცირება. კანონი მიიჩნევს, რომ ამგვარი ინფორმაცია არ წარმოადგენს საფრთხეს ინდივიდის თავისუფლებისთვის. ამიტომ, ჩვენ შეგვიძლია, გამოვიყენოთ ეს მონაცემები ნებისმიერი მიზნით. რადგანაც სრულად გაეცანით, როგორ ვიყენებთ თქვენს მონაცემებს თუნდაც მათი მთლიანად ანონიმიზების შემდეგ, ჩვენ შეგვიძლია, გამოვიყენოთ ანონიმური ინფორმაცია IT სისტემების შესამოწმებლად, კვლევისთვის, მონაცემთა ანალიზისთვის, მომსახურების გაუმჯობესებისთვის და ახალი პროდუქტებისა თუ მახასიათებლების შემუშავებისთვის. ასევე შეგვიძლია, სხვებს გავუზიაროთ ანონიმური ინფორმაცია.

თქვენი უფლებები

თქვენ გაქვთ შემდეგი უფლებები, რომელთა გამოყენებაც შეგიძლიათ უფასოდ:

წვდომა

უფლება, რომ მიიღოთ თქვენი პირადი მონაცემების ასლი

შესწორება

უფლება, რომ მოგვთხოვოთ, გავასწოროთ ნებისმიერი უზუსტობა თქვენს პირად მონაცემებში

წაშლა

უფლება, რომ მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების წაშლა

დამუშავების შეზღუდვა

უფლება, რომ მოითხოვოთ შეზღუდვა თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე

მონაცემთა პორტატიულობა

უფლება, რომ ჩვენთვის მოწოდებული პერსონალური მონაცემები მიიღოთ სტრუქტურირებული, ადვილად გამოსაყენებელი ფორმით, რომლის წაკითხვაც შესაძლებელია მანქანით და/ან გადასცეთ ეს ამ მონაცემები მესამე პირს

გაპროტესტება

უფლება, რომ გააპროტესტოთ: 
— თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება პირდაპირი მარკეტინგისთვის (პროფილირების ჩათვლით) ნებისმიერ დროს. Insights-ი არ ახორციელებს მონაცემთა ასეთ დამუშავებას.
— თქვენი პერსონალური მონაცემების შემდგომი დამუშავება, მაგალითად, ჩვენი ლეგიტიმური ინტერესებიდან გამომდინარე.

არ ექვემდებარება ინდივიდუალური გადაწყვეტილებების ავტომატურად მიღებას

უფლება, არ დაექვემდებაროთ გადაწყვეტილებას, რომელიც დაფუძნებულია მხოლოდ ავტომატურ დამუშავებაზე (პროფილირების ჩათვლით), მოაქვს სამართლებრივი შედეგები თქვენთვის ან ანალოგიურად მნიშვნელოვან გავლენას ახდენს თქვენზე. Insights-ი არ ახორციელებს მონაცემთა ასეთ დამუშავებას.

თითოეული ამ უფლებების შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის, მათ შორის, იმ გარემოებებისათვის, რომელშიც ისინი გამოიყენება, გთხოვთ, იხილოთ ბმული დიდი ბრიტანეთის საინფორმაციო კომისრის ოფისის (ICO) სახელმძღვანელო პირთა უფლებების შესახებ მონაცემთა დაცვის ზოგადი დებულების შესაბამისად.

თუ გსურთ რომელიმე ამ უფლების გამოყენება, გთხოვთ:

  • გაუგზავნოთ ელწერილი ჩვენს მონაცემთა დაცვის ოფიცერს dpo@insights.com; და
  • გვაცნობეთ:
    • რომელი უფლება (უფლებები) გსურთ, გამოიყენოთ და
    • ინფორმაცია, რასაც ეხება თქვენი მოთხოვნა.

მონაცემების უსაფრთხოებისთვის შეიძლება დაგვჭირდეს თქვენი ვინაობისა და მისამართის მტკიცებულება, სანამ რაიმე ინფორმაციას მოგაწვდით.

თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვა

ჩვენ გვაქვს შესაბამისი უსაფრთხოების ზომები, რათა თავიდან ავიცილოთ პერსონალური მონაცემების შემთხვევითი დაკარგვა, გამოყენება ან მათზე უკანონო წვდომა.

ასევე გვაქვს პროცედურები მონაცემთა უსაფრთხოების ნებისმიერი დარღვევის მოსაგვარებლად. ჩვენ შეგატყობინებთ თქვენ და ნებისმიერ მოქმედ მარეგულირებელს მონაცემთა უსაფრთხოების სავარაუდო დარღვევის შესახებ, როდესაც მივიღებთ ამაზე კანონიერ მოთხოვნას.

როგორ გაასაჩივროთ

ვიმედოვნებთ, რომ შეგვიძლია მოვაგვაროთ ნებისმიერი შეკითხვა ან შეშფოთება, რომელიც შეიძლება გაგიჩნდეთ ჩვენ მიერ ინფორმაციის გამოყენებაზე.

მონაცემთა დაცვის ზოგადი დებულება ასევე გაძლევთ უფლებას, შეიტანოთ საჩივარი ზედამხედველობის ორგანოში, კერძოდ, ევროკავშირის (ან ევროპის ეკონომიკური ზონის) ქვეყანაში, სადაც მუშაობთ, ჩვეულებრივ ცხოვრობთ ან სადაც მონაცემთა დაცვის კანონების სავარაუდო დარღვევა მოხდა. გაერთიანებული სამეფოს ზედამხედველობის ორგანო არის საინფორმაციო კომისარი, რომელსაც შეიძლება დაუკავშირდეთ მისამართზე: https://ico.org.uk/concerns ან ტელეფონით: 0303 123 1113. შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ მას, მიუხედავად იმისა, ხართ თუ არა დიდ ბრიტანეთში.

საკონტაქტო ინფორმაცია ევროპის ეკონომიკური ზონის, შვეიცარიისა და ზოგიერთი არაევროპული ქვეყნების (მათ შორის, აშშ და კანადა) ხელისუფლების ორგანოებზე შეგიძლიათ, იხილოთ აქ

როგორ დაგვიკავშირდეთ

გთხოვთ, დაუკავშირდეთ ინფორმაციული უსაფრთხოების ოფიცერს ფოსტით, ელფოსტით ან ტელეფონით:

dpo@insights.com

Insights Learning & Development Ltd

Terra Nova

3 Explorer Road

Dundee

DD2 1EG

+44 (0)1382 908050

ინფორმაციული უსაფრთხოების ოფიცრის საკონტაქტო მონაცემებია:

DPO@insights.com

ნება მოგვეცით, დავეხმაროთ თქვენს ბიზნესს დღეს. დაგვიკავშირდით ახლავე თქვენი მოგზაურობის დასაწყებად.

დაგვიკავშირდით